სალაშქრო ადგილებიციხესიმაგრეები

სად არის სხვილოს ციხე ?

სხვილოს ციხე აღმართულია შიდა ქართლში, მაღალ ქედზე, საიდანაც გადმოჰყურებს ლეხურის ხეობას.

იგი აგებულია XIV საუკუნეში, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ციხე აქ ადრეულ პერიოდშიც იყო.

სხვილოს ციხე რუკაზე?

ციხესიმაგრის კომპლექსში შედის:

10-14 მეტრი სიმაღლის და 2 მეტრი სიგანის გალავანი.
მთავარი კოშკი, რომელიც ჩრდილოეთ მხარეს მდებარეობს და ხუთსართულიანია, იქვეა შესასვლელიც მიწის დონიდან 6 მეტრზე.
კოშკი მდებარეობს სამხრეთ მხარეს და მთავარ კოშკთან შედარებით პატარაა.
ეკლესია კი ორსართულიანი გახლავთ, თავდაპირველად იგი ერთსართულიანი ყოფილა ხოლო შემდეგ დაუშენებიათ მეორე ეკლესია.
აქვეა საცხოვრებელი, სამეურნეო ნაგებობები და წყალსაცავიც კი.

 

ქართული მხატვრული ფილიმის “შერეკილების” რამდენიმე ეპიზოდი სხვილოს ციხეშია გადაღებული, 1973 წელს.

 

ასევე თბილისი-გორის მიმართულებით მგზავრობისას თუ შეგიმჩნევიათ გზის მარჯვენა მხარეს მდებარე მთებიდან  გადმოგვყურებს სხვილოს ცხესიმაგრე, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ!

ციხესიმაგრე იგოეთიდან დაახლოებით 7 კილომეტრში მდებარეობს, ხოლო თბილისიდან დაახლოებით 78 კილომეტრშია, რომლის დაფარვასაც ერთ საათში მოახერხებთ!

წარმოგიდგენთ სხვილოს ციხეს რამდენიმე გასაოცარ ფოტოს და ვიდეოს, რომელიც ინტერნეტში მოიპოვება:

 

სხვილოს ციხე

 

 

სხვილოს ციხე
სხვილოს ციხე

 

 

სხვილოს ციხეს შიდა ხედი
სხვილოს ციხეს შიდა ხედი

 

 

სხვილოს ციხის შიდა ხედი
სხვილოს ციხის შიდა ხედი

 

 

სულიკო ბუდაღაშვილის ფოტო

 

გმადლობთ, რომ კითხულობთ ჩვენთან! აქ კიდევ ბევრ საინტერესო ინფორმაციას ნახავთ! არ დაგავიწყდეთ გააზიაროთ და მოგვწეროთ თქვენი აზრი!

“ციხესიმაგრეები საქართველოში”

 

ფოტოების დელტა: წყარო 1, წყარო 2, წყარო 3, წყარო 4, წყარო 5.
ტექსტის შესადგენად გამოყენებულია მასალა ვიკიპედიიდან და ამ ლინკიდან.