საინტერესო ფაქტები

ადამიანი და ტაიგა

როგორც სხვა ტყეები დედამიწაზე, ტაიგაც გაუტყეურების საშიშროების გზაზეა, რადგან ადამიანები ასობით ხეს ჩეხავენ და ტაიგაც ნელ-ნელა ქრება. ეს არის ტაიგისა და ადამიანის ნეგატიური ურთიერთობა. ამ დროს ცხოველები კარგავენ საცხოვრებლებს და უწევთ სხვადასხვა ადგილებში გახიზვნა.  განსაკუთრებით რუსეთში ხდება მასიური ტყის ჩეხვა, რადგან რუსეთის მთავრობას ესაჭიროება ფული და იწვევს სხვადასხვა ხისმჭრელ კომპანიებს რათა იმუშაონ ტაიგაში. კანადაში ანუ ციმბირულ ტაიგაში კი პირიქით ცდილობენ გაუტყეურების შეჩერებას.

გაჩეხილი ტაიგა

მეორე მთავარი პრობლემა გახლავთ მჟავა წვიმები. მჟავა წვიმა შეციავს შედარებით მეტ მჟავას ვიდრე ჩვეულებრივი წვიმა რაც გამოწვეულია ატმოსფერული დაბინძურებისგან. მჟავა წვიმები როგორც ტყის ასევე ცხოველთა ბიომსაც ძალიან ვნებს.

 

მჟავა წვიმების შედეგი. ფოტო: Karol Kozlowski
ამდენი უარყოფითის შემდეგ აკეთებს თუ არა რაიმე დადებითს ადამიანი?

ადამიანი ძალიან მკაცირია ბუნების მიმართ და ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს მასზე, მაგრამ აქვე  არის პოზიტიური ქმედებებიც. მაგალითად ტაიგას ტყეში ბოლო პერიოდში საგრძნობლად შეცირდა მონადირებულ ცხოველთა რაოდენობა. რაც ტყეში ბალანის აღდგენას და ცხოველთა სამყაროს განვითარებას შეუწყობს ხელს. კანადაში ასევე კანონი არეგულრებს ნადირობას. მეორე დადებითი ქმედება ის გახლავთ, რომ ადამიანმა შეამჩნია საფრთხე, თვალსაჩინო გახდა ტაიგის გაუტყეურება და ამ განხრით დაიწყეს მოქმედება და ტყის გადარჩენა.

 

 

გმადლობთ, რომ კითხულობთ ჩვენთან!