ქალაქები

სად არის დუბაი ?

დუბაი მდებარეობს სპარსეთის ყურის გასწვრივ და არაბეთის უდაბნოს ნაწილად ითვლება. იგი, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, უდიდესი საამიროა მოსახლეობის მიხედვით, ხოლო მიწის ფართობის სიდიდით მეორე. 2008 წლის მონაცემების მიხედვით დუბაიში 2,262,000 ადამიანი ცხოვრობს.  საამირო მსოფლიოში ცნობილია როგორც გლობალურ ქალაქი, ასევე ბიზნეს და ფინანსურ ცენტრადაც. ის ასევე ტურიზმის მხრითაც ძალიან პოპულარული საამიროა, ტურისტებს აქ უნიკალური არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტები იზიდავს.

ქვემოთ ჩამონათვალში იხილეთ 10 ფაქტი დუბაის შესახებ:

1. დუბაის რეგიონი პირველად ნახსენებია 1095 წელს ანდალუსიურ-არაბული გეოგრაფის აბუ აბდულა ალ ბაკრის მიერ თავისივე გეოგრაფიის წიგნში. 1500-იან წლებში კი უკვე ცნობილი სავაჭრო და მიმოცვლის ინდუსტრიაში.


2. მე-19 საუკუნის დასაწყისში დუბაი ოფიციალურად დაარსდა, მაგრამ 1833 წლამდე იგი აბუ-დაბის დამოკიდებულებაში იყო. 1820 წლის 8 იანვარს დუბაის შეიხმა ხელი მოაწერა გენერალურ საზღვაო სამშვიდობო შეთანხმებას გაერთიანებული სამეფოსთან. შეთანხმებამ დუბაისა და სხვა სამშვიდობო შემადგენლობებს მისცა დაცულობა გაერთიანებულ სამფოს შეირაღებისაგან.


3. 1968 წელს ბრიტანეთმა გადაწყვიტა ხელშეკრულების დასრულება. 1970-იანი წლებიდან დუბაიმ დაიწყო მნიშვნელოვანი ზრდა, რასაც ნავთობიდან და ვაჭრობიდან შემოსული შემოსავლები უწყობდა ხელს.


4. დღეისათვის დუბაი და აბუ-დაბი არის ორი უძლიერესი საამირო არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში და მხოლოდ მათ გააჩნიათ ვეტოს უფლება ქვეყნის ფედერალურ საკანონმდებლო ორგანოში.


5. დუბაის გააჩნია უძლიერესი ეკონომიკა, რომელიც თავდაპირველად ნავთობის ინდუსტრიაზე იყო დაფუძნებული. დღეისთვის იგი დუბაის ეკონომიკის მცირე ნაწილს იკავებს, ახლა წინა პლანზე გადმოვიდნენ ისეთი ინდუსტრიები როგორებიცაა უძრავი ქონებით ვაჭრობა, მშენებლობა, ვაჭრობა და ფინანსური მომსახურება. ინდოეთი დუბაის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ასევე ტურიზმი და მასთან დაკავშირებული სერვისები დიდ ინდუსტრიას წარმოადგენენ საამიროში


6. როგორც აქამდე ვახსენეთ, უძრავი ქონებისა და მშენებლობის ინდუსტრია დუბაიში გამორჩეულ ადგილს იკავებს და ეს ერთ-ერთი მიზეზია რის გამოც დუბაში ტურიზმი ყვავის და იზრდება. მაგალითისთვის, აქ სიმაღლით მეოთხე და ერთ-ერთი ყველაზე ძვრიდაღირებული სასტუმრო ბურჯ-ალ-არაბი 1999 წელს ხელოვნურ კუნძულზე აშენდა.


7. დუბაი მდებარეობს სპარსეთის ყურეში და იგი სამხრეთ საზღვარს ინაწილებს აბუ-დაბისთან, ჩრდილოეთს შარჟასთან და სამხრეთ აღმოსავლეთს ომანისთან. დუბაი ასევე აქვს ექსკლავი, რომელიც ჰათას მთაში მდებარეობს.


8. დუბაის ფართობი თავდაპირველად 3900 კვადრატული კილომეტრი იყო, მაგრამ მიწის მელიორაციისა და ხელოვნური კუნძულების მშენებლობის გამო, ამჟამად მთლიანი ფართობია 4,114 კვადრატული კილომეტრი.


9. დუბაის ტოპოგრაფია ძირითადად მოცულია თეთრი ქვიშებითა და ვრცელი სანაპირო ზოლით. ქალაქის აღმოსავლეთით შევხვდებით დიუნებს, რომლებიც მუქი მოწითალო ქვიშისაგან შედგებიან, ხოლო უფრო აღმოსავლეთით შევხვდებით ჰაჯარის მთებს.


10. დუბაის კლიმატი არის ცხელი და მშრალი. თითქმის მთელი წელი არის მზიანი და ზაფხული კი გაუსაძლისად ცხელი, მშრალი და ზოგჯერ ქარიანიც. ზამთარი რბილია და არც ისე დიდხანს გრძელდება. აგვისტოში საშუალო ტემპერატურა არის 41˚C, ხოლო იანვარში 14˚C-მდე ეცემა.


გმადლობთ, რომ კითხულობთ ჩვენთან! გააზიარეთ და მოგვწერეთ თქვენი აზრი! 

dubai