5 ოკეანე დედამიწაზე
ოკეანეების რაოდენობა
ოკეანე დედამიწის უზარმაზარი წყლის ზედაპირია, რომელიც მიწას აკრავს ( კონტინენტები , კუნძულები…). თავდაპირველად იგი ოთხ ნაწილად იყოფოდა: წყნარი ოკეანე, ატლანტის ოკეანე, ინდოეთის ოკეანე და არქტიკის ოკეანე ანუ ჩრდილო ყინულოვანი ოკეანე. დღესდღეობით, კი მათ მეხუთე ერთეული დაამატეს: სამხრეთის ანუ ანტარქტიდის ოკეანე, რომელიც გარშემო ესაზღვრება ანტარქტიდის კონტინენტს. ზოგ წყაროებში მას ასევე მოიხსენიებენ როგორც ასტრალის ოკეანე. აქვე არის სამსაფეხურიანი კლასიფიკაცია, სადაც არქტიკული ოკეანე ატლანტიკური ოკეანის ნაწილია.
Სტატისტიკური მონაცემები
ოკეანის | ფართობი, მილიონი კმ 2 |
მოცულობა, მლნ.კმ 3 |
საშუალო სიღრმე, მ | მაქსიმალური სიღრმე, მ | სანაპირო ზოლის სიგრძე, კმ |
წყნარი ოკეანე | 168.72 | 669.88 | 3970 | 11022 | 135663 |
ატლანტის ოკეანე | 85.13 | 310.41 | 3741 | 8742 | 111866 |
ინდოეთის ოკეანე | 70.56 | 264.00 | 3741 | 7209 | 66526 |
სამხრეთის ოკეანე | 21.96 | 71.80 | 3270 | 8428 | 17968 |
არქტიკული ოკეანე | 15,55 | 18.75 | 1205 | 5527 | 45389 |
მსოფლიო ოკეანე | 361.26 | 1340.74 | 3711 | 11022 | 377412 |
ყველაზე დიდი და პატარა
უდიდესი ოკეანეა წყნარი ოკეანე, იგი წყლის ზედაპირის თითქმის ნახევარს მოიცავს და პლანეტაზე წყლის მთელი რაოდენობის ნახევარზე მეტს ინახავს. გარდა ამისა, მარიანას ღრმული-ღარი მდებარეობს წყნარ ოკეანეში – ის ყველაზე ღრმა წერტილია დედამიწაზე (სიღრმე 11022 მეტრი). ყველაზე პატარა ოკეანე არის არქტიკული ოკეანე. სამხრეთ ოკეანე, რომელიც ხშირად რუკებზე ნახსენებიც არ არის ან მისი ნახევარია გამოსახული, მას მაინც არქტიკულ ოკეანეზე უფრო დიდი ზომა და მოცულობა აქვს.