საინტერესო ფაქტები

ციფერი მაკაუ, “რიო”-დან, უკვე ოფიციალურად გადაშენებულად ითვლება

გახსოვთ ბლუ, მულტფილმ რიოდან? რიო რომელიც ფიქრობდა, რომ ბოლო იყო თავის სახეობაში? ის გახლდათ ცისფერი მაკაუ, რომელიც დღეს უკვე ოფიციალურად გადაშენებულად ითვლება.

 

ეს ფრინველი გახლდათ ბრაზილიიდან და ის ასევე ცნობილი იყო როგორც “სპიქს” მაკაუ.

“BirdLife International”-ის კვლევები აჩვენებს, რომ ჩვენი ბლუ ველურ ბუნებაში უკვე აღარ არსებობს.

ცისფერი მაკაუ რთულად ეგუებოდა ახალ გარემო-პირობებს და ცხოვრება დომინანტურ სახეობებთან ერთად უწევდა. ორგანიზაციის თანახმად, ფრინველები განადგურდნენ ტყის გაჩეხვისა და ჰაბიტატების* დაკარგვის გამო.

ნახვამდის ბლუ ?

via GIPHY

 

განმარტება:

ჰაბიტატი — ცოცხალი ორგანიზმებისათვის არსებული გეოგრაფიული არეალი, სადაც თითოეული

მათგანი ცხოვრობს, შოულობს საკვებს, მრავლდება, იზრდება და ვითარდება.