კონტინენტებისაინტერესო ფაქტები

ავსტრალია – საინტერესო ფაქტები

ფაქტები ავსტრალიურ ცხოველებზე:
  •  ავსტრალიაში სამჯერ მეტი ცხვარი ბინადრობს ვიდრე ადამიანი.
  • ავსტრალიურ ფრინველ ემუს შეუძლია განავითაროს 45 კმ/სთ.
  • იხვნისკარტები საკმაოდ შხამიანები არიან, მათ შეუძლიათ ერთი კბენით მოკლან ძაღლი და ადამიანი საკმაოდ ავად გახადონ.
  • კოალებს 20 საათზე მეტხანს ძინავთ.
  • აქ თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ 17 ყველაზე შხამიანი გველი დედამიწაზე.
  • ავსტრალიაში უფრო მეტი აქლემი ცხოვრობს ვიდრე ეგვიპტეში.
მძინარა კოალა
ფაქტები ავსტრალიელ ხალხზე:
  • ავსტრალიელ მოქალაქეთა 25% საზღვარგარეთაა დაბადებული.
  • ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა ბობ ჰავკმა გინესის რეკორდი დაამყარა ლუდის სწრაფად დალევაში.
  • მიუხედავად მასიური კონტინეტისა, ავსტრალიის მოსახლეობის 90% სანაპიროებში ცხოვრობს.
  • აბორიგენები ავსტრალიაში 50,000 წლის განამვლობაში ცხოვრობდნენ, მაგრამ დღეს ისინი მოსახლეობის 1,5% შეადგენენ.
  • საშუალოდ ერთი ავსტრალიელი სიცოცხლის მანძილზე ჭამს 18 ძროხისა და 90 ცხვრის ექვივალენტს
  • საშუალოდ ერთი ავსტრალიელი წლის განმავლობაში სვავს 83 ლიტრ ლუდს.
  • ავსტრალია როდესაც დიდი ბრიტანეთის კოლონია გახლდათ, ის მას იყენებდა როგორც მსჯავრდებულების გადასასახლებელ ადგილს.

 

ფაქტები ავსტრალიის ბუნებაზე და რელიეფზე:
  • ავსტრალია ყველაზე მშრალია დანარჩენ კონტინენტებს შორის.
  • დიდი ბარიერული რიფი გახლავთ მსოფლიოში უდიდესი ცოცხალი ორგანიზმი.
  • ავსტრალია ერთადერთი კონტინენტია, რომელზეც მხოლოდ ერთი სახელმწიფო მდებარეობს.
  • აქ ყველაზე მარალი ადგილია მთა კოსციუშკო (2228მ).
  • ტასმანიაში არის ყველაზე სუფთა ჰაერი დედამიწაზე.
  • ავსტრალიის დინგოს გალავანი უფრო გრძელია ვიდრე ჩინეთის დიდი კედელი.
  • იგი ერთადერთი კონტინეტია დედამიწაზე სადაც აქტიური ვულკანი არ მდებარეობს.

 

იხილეთ ასევე: საინტერესო ფაქტები აფრიკაზე
გმადლობთ, რომ კითხულობთ ჩვენთან! არ დაგავიწყდეთ გააზიაროთ და მოგვწეროთ თქვენი აზრი!