სალაშქრო ადგილებიციხესიმაგრეები

კლდემაღალას ციხე, არსენას ციხე

კლდემაღალას ციხე იგივე არსენას ციხე მდებარეობს ქალაქ კასპის ჩრდილოეთით 5 კილომეტრზე, მდინარე ლეხურის მარჯვენა მხარეს, მაღალ მთაზე. თარიღდება V-VI საუკუნეებით, გვიანდელი ფეოდალური ხანით.

კლდემაღალას ანუ არსენას ციხე რუკაზე?

კლდემაღალას ციხე მთელ ლეხურის ხეობას გადაჰყურებდა, კეტავდა ლეხურის ხეობით მომავალ ვიწრო გზას ჩრდილოეთით და სამხრეთით და იცავდა ციხე-ქალაქ კასპს მტრის შემოსევებისაგან. ციხის ძველი სახელწოდება დავიწყებულია. ახლა ხალხი მას არსენას ციხეს უწოდებს. „კლდემაღალას“ სახელით იგი აღარ იხსენიება

ციხესიამგრე ძლიერ დაზიანებულია. დანგრეულია ერთადერთი შემორჩენილი ნაგებობის ოთხსართულიანი კოშკის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლები, დასავლეთ კედლის დიდი ნაწილი და ნაწილობრივ სამხრეთ კედელიც. ჩანგრეულია ხის სართულშუა გადახურვა. პირველი სართულის ქვედა ნაწილი ამოვსებულია მიწით. კოშკი ,კედლების სიგრძე – 7,6 მ, სიმაღლე – 11 მ, სისქე 2 მ, ნაგებია რუხი და მოყვითალო ნატეხი ქვით. გარე კუთხეები ოდნავ მომრგვალებულია. სართულშუა ხის გადახურვების საყრდენად კედლის სისქის შემცირებით მიღებული საფეხური იყო გამოყენებული. შერჩენილია სქელი მორების ბუდეები. პირველი სართულის სამხრეთ კედელში ერთი მაღალი და ვიწრო სარკმელია. ამავე სართულზე სამკუთხედად გადახურული ნიშები ყოფილა (ერთი კარგადაა დაცული). სათოფურების კვალი მხოლოდ მეოთხე სართულზე შეიმჩნევა. ეს სართული წყობით და მასალით განსხვავდება კოშკის ქვედა ნაწილისაგან. იგი მთლიანად უნდა იყოს დაშენებული.

 

თბილისიდან კლდემაღალას ციხემდე 61 კილომეტრია და მის დასაფარად დაახლოებით საათი და 10 წუთი დაგჭირდებათ!

ტექსტი გამოყენებულია Wikipedia.org-იდან
“ციხესიმაგრეები საქართველოში”

გმადლობთ, რომ კითხულობთ ჩვენთან! არ დაგავიწყდეთ გააზიაროთ და მოგვწეროთ თქვენი აზრი!