სურამის ციხესიმაგრე – შუა საუკუნეებიდან გახლავთ, რომელიც მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის ჩრდილოეთ ნაწილში. იგი მდინარე სურამულის მარცხენა ნაპირზეა, კლდოვან გორაკზე. ციხე მნიშვნელოვანია როგორც ისტორიული, მონუმენტური ხელოვნების ნიმუში. ციხესიმაგრე ორი მთავარი გზის შესაყარზე მდებარეობს.
ციხესიმაგრის კომპლექსში შედის:
გალავანი, რომელიც რელიეფს მიყვება და მას რთული მოხაზულობა აქვს, რადგან მშენებლებს კლოდოვანი კონცხის ყველა ადგილი გამოუყენებიათ. ნაგებია ნატეხი და თლილი ქვით. გაირჩევა რამდენიმე სამშენებლო ფენა. შესასვლელი ჩრდილოეთ კედლის შუა ნაწილშია. აქ კლდეში ამოკვეთილია საფეხურები.
ციხე, რომლის ფართობიც 1200 კვ.მ გახლავთ და შედგება ორი ნაწილისაგან: შიდა ციხისა და ქვედა ეზოსაგან.
ფასადი |
წმ.გიორგის ეკლესია დგას ქვედა ეზოს სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაწილში. აგებულია XI-XII საუკუნეებში.
სასახლე მდებარეობდა ქვედა ეზოს დასავლეთ მონაკვეთში. იგი ძლიერ დაზიანებულია: შემორჩენილია მხოლოდ ორი სართულის ნანგრევები.