სად არის სურამის ციხესიმაგრე?

სურამის ციხესიმაგრე – შუა საუკუნეებიდან გახლავთ, რომელიც მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის ჩრდილოეთ ნაწილში. იგი მდინარე სურამულის მარცხენა ნაპირზეა, კლდოვან გორაკზე. ციხე მნიშვნელოვანია როგორც ისტორიული, მონუმენტური ხელოვნების ნიმუში. ციხესიმაგრე ორი მთავარი გზის შესაყარზე მდებარეობს.

სურამის ციხესიმაგრე რუკაზე
სურამის ციხესიმაგრე რუკაზე

ციხესიმაგრის კომპლექსში შედის:

გალავანი, რომელიც რელიეფს მიყვება და მას რთული მოხაზულობა აქვს, რადგან მშენებლებს კლოდოვანი კონცხის ყველა ადგილი გამოუყენებიათ. ნაგებია ნატეხი და თლილი ქვით. გაირჩევა რამდენიმე სამშენებლო ფენა. შესასვლელი ჩრდილოეთ კედლის შუა ნაწილშია. აქ კლდეში ამოკვეთილია საფეხურები.

 ციხე, რომლის ფართობიც 1200 კვ.მ გახლავთ და შედგება ორი ნაწილისაგან: შიდა ციხისა და ქვედა ეზოსაგან.

foto
ფასადი

 წმ.გიორგის ეკლესია დგას ქვედა ეზოს სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაწილში. აგებულია XI-XII საუკუნეებში.
 

სასახლე მდებარეობდა ქვედა ეზოს დასავლეთ მონაკვეთში. იგი ძლიერ დაზიანებულია: შემორჩენილია მხოლოდ ორი სართულის ნანგრევები.

წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო ფოტოსა და ვიდეოს, რომელიც ინტერნეტში მოიპოვება:

ვიდეო 1:

 

სურამის ციხესიმაგრე 1838 წ.
გმადლობთ, რომ კითხულობთ ჩვენთან! არ დაგავწიყდეთ გააზიაროთ და მოგვწეროთ თქვენი აზრი!

“ციხესიმაგრეები საქართველოში”

English Version

კომენტარები

კომენტარის დატოვება