ეკონომიკასაინტერესო ფაქტებიქვეყნები

შვეიცარიის ეკონომიკა

ალბათ ყველას გვინახავს შვეიცარიის მდიდრული სასტუმროები, თანამედროვედ მოწყობილი ქუჩები და ა.შ. ასევე შეგვიმჩნევია ისიც, რომ იქაური ერთი პატარა სოფელიც კი ჩვენს ქალაქებზე მეტადაა გავნითარებული.

გვიჩნდება კითხვა, რატომ?! საიდან აქვთ ამდენი ფული ან რატომაა მათი ეკონომიკა ასეთი ძლიერი?!

მე არც ერკონომისტი გახლავართ და არც შვეიცარიის მკვიდრი, მაგრამ ვეცდები განგიმარტოთ თუ რატომ აქვთ ასეთი ძლიერი ეკონომიკა შვეიცარიაში.

ფოკუსირებას ახდენენ პროდუქტიულ სფეროებზე

მათ იციან სად დააბანდონ ფული! მაგალითად: სოფლის მეურნეობა არც ისე პროდუქტიულია და მაგიტომაცაა მათი შემოსავლის მხოლოდ 1.3% სოფლის მეურნეობიდან.

 

ზოგადი წარმოდგენა რომ შეგვექმნას, ქვეყნის შემოსავალი ნაწილდება ასე:

სოფლის მეურნეობა – 1.3%
მრეწველობა – 27.7%
მომსახურება – 71.0%

 

ისინი ფოკუსირებას ახდენენ ახალგაზრდობაზე

შვეიცარიაში ახალგაზრდობის მხოლოდ 3.1%-ია დაუსაქმებელი!

მთავარი მიზეზი მათი დასაქმებულობის არის მათი განათლება. პირველ რიგში, დიპლომს არ ენიჭება ძირითადი მნიშვნელობა. მთავარია რამდენად შრომისუნარიანია ესა თუ ის პიროვნება! ასევე, 15 წლის ასაკში მოსწავლე აღარ არის ვალდებული სკოლაში იაროს ყოველდღე. მას შეუძლია ორი დღე გაატაროს სკოლაში, ხოლო სამი სამსახურში. ეს ყველაფერი კი სამომავლოდ მათ ეხმარებათ, რომ იყვნენ სამსახურეობრივი პასუხისმგებოლბით დატვირთლები, მიიღონ გამოცდილება და მყარად დაუდგნენ ცხოვრებისეულ გამოწვევებს.

 

მეგობრული პოლიტიკა ბიზნესის მიმართ

შვეიცარია ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული ადგილია ბიზნესის საკეთებლად.

 

შვეიცარიის ნეიტრალიტეტი

შვეიცარიის ნეიტრალიტეტი უდიდეს როლს თამაშობს მათი ეკონომიკის უსაფრთხოებაში. ომი ეკონომიკის ერთ-ერთი უდიდესი მტერია და შვეიცარია კი, წლების მანძილზე, ინარჩუნებს მშვიდობასა და სტაბილურობას.

 

აქედან გამომგინარე, შვეიცარიას აქვს:

  • მაღალი ცხოვრების დონე
  • განვითარებული მოსახლეობა
  • დაბალი გადასახადები (გადასახადები შვეიცარიაში არც ისე დაბალია, მაგრამ არც მაღალი)
  • პატარა ბიუროკრატია, რამდენადაც შესაძლებელია
  • მცირე მთავრობა

 

გმადლობთ, რომ კითხულობთ ჩვენთან! არ დაგავიწყდეთ გააზიაროთ და მოგვწეროთ თქვენი აზრი!