ჩანჩქერები

ანხელის ჩანჩქერი – ლოკაცია, ისტორია & ფაქტები

ანხელის ჩანჩქერი – ყველაზე მაღალი უწყვეტი ჩანჩქერია მსოფლიოში, რომელიც 979 მეტრი სიმაღლიდან ეშვება. იგი მდებარეობს კანაიმის ეროვნულ პარკში, ვენესუელაში, ბრაზიილიის და გაიანას საზღვრების მახლობლად. მისმა შთამაგონებელმა სილამაზემ და უნიკალურმა გეოლოგიამ მნახველები მთელი მსოფლიოდან მიიპყრო. თუმცა, ანხელის ჩანჩქერი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ბუნებრივი საოცრება – მას აქვს მდიდარი ისტორია და კულტურული მნიშვნელობა.

გეოგრაფიული მდებარეობა

ანხელის ჩანჩქერი მდებარეობს ვენესუელაში, კანაიმას ეროვნული პარკის გულში, რომელიც ცნობილია თავისი ბუნებრივი სილამაზითა და მრავალფეროვანი ეკოსისტემებით. პარკი მოიცავს 30 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტს და არის მრავალი ძირძველი თემის სახლი, მათ შორისაა  პემონის ხალხი, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ რეგიონში.

ჩანჩქერის მიმდებარე გარემო ხასიათდება ხშირი ტროპიკული ტყით, გაშლილი სავანებით და ტეპუისის სახელით ცნობილი მაღლივი პლატოებით. ეს უნიკალური ლანდშაფტები ჰაბიტატია მრავალ მცენარეთა და ცხოველთათვის, მათ შორისაა მრავალი იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობისა. პარკში ასევე არის მრავალი სხვა ჩანჩქერი, მდინარე და ტბა.

 

ჩანჩქერის აღმოჩენის ისტორია

1933 წლის 16 ნოემბერს, ამერიკელი პილოტი ჯეიმზ “ჯიმი” ქრავფორდ ანხელი ასრულებდა სოლო გაფრენას ეშმაკის კანიონის თავზე, რათა აღმოეჩინა ძვირფასი მადნის საბადოები. ფრენის დასრულების შემდეგ, ის ამბობდა, რომ მან ნახა გასაოცარი ჩანჩქერი, რომელიც ერთი მილის სიმაღლიდან ეშვებოდა. ჯიმის არავინ დაუჯერა, როგორც ყოველთვის ხდება.

ოთხი წლის შემდეგ ის დაბრუნდა ვენესუელაში. ამჟამად მას უკვე თან ახლდნენ მისი ცოლი მარია ( ნავიგატორი) და ასისტენტები ანხელ დელგადო, გუსტავო ჰენი და ფელიქს ქარდონა.

ანხელის ჩანჩქერი

თავდაპირველად ჰენი და ქარდონა ეძებდნენ გზას, რომ დაესვათ თვითმფრინავი მთის წვერზე, რაც წარუმატებლად დასრულდა. მათ ამ ყველაფერს ორი კვირა მოანდომეს.

ამის შემდეგ 1937 წლის 9 ოქტომბერს ექსპედიციის თვითმფრინავი ისევ აფრინდა აიუან-თოფუიდან.ამ პერიოდში ქარდონა დარჩა ბანაკში. ახლა უკვე ჯეიმზ ანხელი ცდილობდა თვითმფრინავის დასმას მთაზე, დაჭაობებულ მიწაზე, სადაც დასმისას დაემტვრათ თვითმფრინავის ბორბლები. ისინი ვერ ახერხებდნენ თვითმფრინავსი შეკეთებას და იძულებულნი გახდნენ დაბრუნებულიყვნენ ფეხით. სანამ ისინი დაბრუნდებოდნენ, ექსპედიციის ხელმძღვანელი კატეგორიულად მოითხოვდა, რომ თვითმფინავის ცხვირი ამოეღოთ ტალახიდან. ანხელი ვერ ეგუებოდა იმ იდეას, რომ თვითმფრინავი დაეტოვებინათ ასეთ მდგომარეობაში.
მათ ასევე გააკეთეს თვითმფრინავის ფრთაზე წარწერა “ჩვენ ვართ კარგად” თავისი ტანსაცმელებით და წავიდნენ. თერთმეტი დღე გასტანა მათმა სიარულმა და შემდეგ მიაღწიეს ინდურ დასახლებას. როგორც იქნა აქედან შეძლეს დაბრუნებოდნენ ცივლიზაციას ნავებით.

დაბრუნების შემდეგ, მათ შესახებ ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა და ჩანჩქერს ჯეიმს ანხელის საპატივცემულოდ უწოდეს Salto Ángel (ანხელის ნახტომი). თვითმფრინავი 33 წლის გამავლობაში მთის წვერზე იდებდა ბინას ხოლო 1970 წელს ის გადაიტანეს საავიაციო მუზეუმში. ახლა კი თვითმფრინავი სიუდიდი ბოლივარის აეროპორტს ამშვენებს.

 

მოგზაურობა ანხელის ჩანჩქერისკენ

ანხელის ჩანჩქერის მონახულება თავისთავად თავგადასავალია, რადგან ჩანჩქერი ვენესუელას შორეულ და ხელუხლებელ ნაწილში მდებარეობს. მისი ვიზიტორები დატკბებიან თვალწარმტაცი ხედებითა და დაუვიწყარი ბუნებრივი საოცრებებით.

ჩანჩქერამდე მისასვლელად, ჯერ კანაიმას ეროვნულ პარკიში უნდა მოვხვდეთ. პარკში ჩასვლა შესაძლებელია თვითმფრინავით ვენესუელას დიდი ქალაქებიდან, როგორიცაა კარაკასი ან სიუდად-ბოლივარი. პარკში ყოფნისას, ვიზიტორებისათვის რეკომენდირებულია დაიქირავონ ტუროპერატორი ან ადგილობრივი გიდი. ჩანჩქერამდე მისვლა შეიძლება ნავით ან ნავითა და ლაშქრობის კომბინაციით, წყლის დონისა და ამინდის პირობების გათვალისწინებით.

 

წარმოგიდგენთ ანხელის ჩანჩქერის 360 გრადუსიან  ვიდეოს:

გმადლობთ, რომ კითხულობთ ჩვენთან! არ დაგავიწყდეთ გააზიაროთ, მოგვწეროთ თქვენი აზრი და მოიწონოთ ჩვენი ფეისბუქ გვერდი!